VIDEOCAMERA LIVE

RTSP → ვებსაიტი

IP კამერის ლაივ ტრანსლაცია თქვენს საიტზე

ჩასვით კამერის RTSP ბმული და მიიღეთ პლეერი, რომელიც ნებისმიერ საიტზე, ტელეფონსა და ბრაუზერში მუშაობს — თქვენი ლოგოთი, დაბალი დაყოვნებით და სრული კონტროლით.

  • Hikvision, Dahua, Uniview, Axis და სხვა
  • H.264 და H.265 კამერები
  • ქართული ინტერფეისი და მხარდაჭერა

სამი ნაბიჯი ლაივამდე

  1. 1

    დაამატეთ კამერა

    მიუთითეთ კამერის ან ჩამწერის საჯარო მისამართი, RTSP პორტი და მხოლოდ ნახვის უფლების მქონე მომხმარებელი.

  2. 2

    შეამოწმეთ კავშირი

    სერვერი თავად დაუკავშირდება კამერას და გეტყვით, რა არის გასასწორებელი — პაროლი, პორტი, გზა თუ კოდეკი.

  3. 3

    ჩასვით საიტზე

    დააკოპირეთ ჩასაშენებელი კოდი ან ბმული. WordPress-ისთვის გვაქვს მზა დანამატი.

ყველაფერი, რაც ლაივ კამერას სჭირდება

ერთი ანგარიშიდან მართავთ ყველა კამერას, ყველა ბმულს და იმას, თუ ვინ რას ხედავს.

  • დაბალი დაყოვნება

    პლეერი ჯერ WebRTC-ით ცდილობს — სურათი თითქმის რეალურ დროშია. თუ ქსელი არ უშვებს, ავტომატურად გადადის HLS-ზე.

  • H.265 კამერებიც

    ბრაუზერების უმეტესობა H.265-ს ვერ აჩვენებს. ასეთ კამერას სისტემა თავად ცნობს და ნახვისას H.264-ად გარდაქმნის.

  • თქვენი ლოგო კადრზე

    ლოგოს რედაქტორით განათავსეთ ლოგო, ტექსტი ან ბანერი, შეინახეთ შაბლონად და გამოიყენეთ რამდენიმე კამერაზე ერთად.

  • წვდომის კონტროლი

    საჯარო, პაროლით ან ელფოსტის დადასტურებით ნახვა; მხოლოდ თქვენს დომენზე ჩაშენება; ნახვის განრიგი საათების მიხედვით.

  • ლაივი ერთი ღილაკით

    ყოველ კამერას აქვს „ლაივი“ და „ლოგო“ გადამრთველი — ცვლილება მაყურებელთან რამდენიმე წამში აისახება.

  • ბმულის გაუქმება

    გაჟონა ბმული? ერთი ღილაკით გააუქმეთ ან განაახლეთ — ძველი ბმული მაშინვე წყვეტს მუშაობას.

  • ნახვების სტატისტიკა

    დაშბორდზე ჩანს, რამდენჯერ ნახეს თითოეული კამერა ამ თვეში.

  • კამერის მონაცემები დაცულია

    მაყურებელი ვერ ხედავს კამერის IP მისამართს და პაროლს. პაროლები სერვერზე დაშიფრულად ინახება.

  • WordPress დანამატი

    WordPress-ის საიტზე კამერას shortcode-ით ჩასვამთ — პროგრამირების გარეშე.

რატომ ჩვენ

  • ქართულად, ადგილზე

    ინტერფეისი, ინსტრუქციები და მხარდაჭერა ქართულ ენაზე. დაგვირეკავთ — გიპასუხებთ გუნდი, რომელიც კამერებს თავად ამონტაჟებს.

  • ინვოისი ლარში

    კომპანიებს ვუგზავნით ინვოისს ლარში, დღგ-ით. საბანკო გადარიცხვა საქართველოში — ბარათი და ვალუტის კონვერტაცია საჭირო არ არის.

  • კამერის მონტაჟიც ჩვენგან

    NEWTECH-ი ყიდის და აყენებს კამერებს. თუ კამერა ჯერ არ გაქვთ ან ინტერნეტში არ გადის, ადგილზე მოვალთ და დავაყენებთ.

  • კანონთან შესაბამისობა

    საჯარო კამერა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს. გეტყვით, რა მოითხოვს კანონი — გამაფრთხილებელი ნიშნიდან შენახვის ვადამდე.

ვინ იყენებს ლაივ კამერას

კამერა საიტზე აჩვენებს იმას, რასაც ტექსტი ვერ აჯერებს — მშენებლობის პროგრესს, თოვლს ფერდობზე, ზღვას ფანჯრიდან.

მუშაობს თქვენს კამერასთან

ნებისმიერი კამერა ან ჩამწერი, რომელიც RTSP-ს უჭერს მხარს. დეტალური ინსტრუქციები:

სხვა მწარმოებელი? ნახეთ, როგორ იპოვოთ RTSP ბმული ნებისმიერ კამერაზე.

რა გჭირდებათ

  • კამერა ან ჩამწერი, რომელიც RTSP-ს უჭერს მხარს (H.264 ან H.265).
  • საჯარო IP მისამართი და გახსნილი RTSP პორტი — იხ. პორტის გადამისამართება.
  • ცალკე მომხმარებელი კამერაზე მხოლოდ ნახვის უფლებით — არა admin.
  • ატვირთვის სიჩქარე: 1–2 Mbit/წმ 720p-ისთვის, 3–4 Mbit/წმ 1080p-ისთვის — ერთ კამერაზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის RTSP ბმული?

მისამართი, რომლითაც კამერა ვიდეოს გასცემს, მაგ. rtsp://მისამართი:554/Streaming/Channels/101. იხ. რა არის RTSP.

მუშაობს ტელეფონზე?

დიახ. პლეერი მუშაობს Chrome-ში, Safari-ში, Firefox-სა და Edge-ში — კომპიუტერზეც და ტელეფონზეც, დამატებითი აპლიკაციის გარეშე.

საჭიროა საჯარო IP მისამართი?

დიახ, ამ ეტაპზე სერვერი კამერას ინტერნეტით უკავშირდება, ამიტომ კამერა ან ჩამწერი გარედან უნდა იყოს ხელმისაწვდომი. თუ არ იცით, როგორ, დაგვირეკეთ.

შემიძლია ჩემი ლოგოს დადება?

დიახ. ლოგოს რედაქტორში ატვირთავთ სურათს, აირჩევთ ადგილს და ზომას, და გამოაქვეყნებთ სასურველ კამერებზე.

როგორ ავუკრძალო სხვა საიტებს ჩემი კამერის ჩასმა?

კამერის პარამეტრებში მიუთითეთ დაშვებული დომენები — ჩასაშენებელი კოდი სხვა საიტზე აღარ იმუშავებს. იხ. ტრანსლაციის დაცვა.

რამდენი მაყურებელი შეიძლება?

კამერიდან მხოლოდ ერთ ნაკადს ვიღებთ, მაყურებლებს კი ჩვენი სერვერი ემსახურება — თქვენი ინტერნეტი არ იტვირთება. დიდი აუდიტორიისთვის წინასწარ შევთანხმდეთ.

რა ღირს?

ფასი დამოკიდებულია კამერების რაოდენობაზე. იხ. ფასები ან დაგვირეკეთ.

გაუშვით კამერა საიტზე დღესვე

დარეგისტრირდით, დაამატეთ RTSP ბმული და მიიღეთ ჩასაშენებელი კოდი. გაქვთ კითხვა? დაგვირეკეთ — ქართულად გიპასუხებთ.